saqarTvelos uReltexilebi - uRviris uReltexili

კოორდინატები 43°01`46` ჩ. გ. 42°49`32` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1922მ
ქედი უღვირ-ზაგარის ქედი

 

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს უღვირ-ზაგარის ქედზე, ზემო სვანეთში. სიმაღლე 1922 . მიდამოებში აგებულია იურული თიხა-ფიქლებით, ქვიშაქვებით, მერგელებითა და კირქვებით. უღვირზე გადადის საავტომობილო გზა მესტიიდან უშგულისაკენ. დამახასიათებელია მთა-ტყის (წიწვიანი) ლანდშაფტი. შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვალი.